დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, საქართველოში პრემიალური მიმართულება გავაძლიეროთ - Mastercard-ის რეგიონული დირექტორი

ჩვენი მიზანია, საქართველოში პრემიალური მიმართულება გავაძლიეროთ - Mastercard-ის რეგიონული დირექტორი

07-05-2023 22:59:08

Mastercard-ის მთავარი უპირატესობაა, რომ ამ ბარათს ძირითადი ფუნქციის გადახდების გამარტივების გარდა - ჰქონდეს დამატებითი ღირებულება, დამატებითი სერვისები, რომლებსაც მომხმარებელი მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, Mastercard-ის უპირატესობებს მომხმარებელი კარგად აღიქვამს და ირჩევს, როგორც პირველ ბრენდს საქართველოში.

„Mastercard-ი ბაზარზე ლიდერია და რეალურად ყველა სეგმენტი გვაქვს დაფარული, დაწყებული სკოლის მოსწავლე/სტუდენტების სეგმენტიდან დამთავრებული იგივე საპენსიო ასაკის მოსახლეობის სეგმენტით.  გვაქვს საკრედიტო და სადებეტო პროდუქტები, ბიზნეს ბარათები.

საქართველოში ყველა იმ პროდუქტით ვართ წარმოდგენილი, რაც კი არსებობს მსოფლიო ბაზარზე და ის ტექნოლოგიები რაც მსოფლიოშია საქართველოშიც შემოვიტანეთ“, - ამბობს დავით ზღუდაძე .

რაც შეეხება წილის ზრდას, Mastercard-ის  რეგიონული დირექტორის თქმით, ეს ორგანულად ხდება:

„ვცდილობთ, რომ თითოეულ ბარათის დამატებითი შეთავაზებები ჰქონდეს, ეს იქნება ლოკალური თუ გლობალური ბენეფისები. შემდეგ უკვე მომხმარებელი თავად ირჩევს Mastercard-ს.

თუ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ახალი ტექნოლოგია შეიქმნა, ვცდილობთ, რომ საქართველოში მალევე შემოვიტანოთ. ქართველ მომხმარებელში ტექნოლოგიური სიახლეების მიმღებლობა მაღალია.

როდესაც გლობალური კომპანიები შემოდიან, მაგალითად როგორიცაა „ვოლტი“ აქაც არსებობს ის ტენოლოგიები, რომლებიც მათ ბაზარზე შემოსვლას გაუმარტივებთ. სწორედ ასეთი დეტალებისგან შედგება ჩვენი წარმატება“, - ამბობს Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

დავით ზღუდაძე აცხადებს, რომ Mastercard-ი საქართველოში ყველა სეგმენტში იზრდება, თუმცა ამ დროისათვის კომპანიის მთავარი სამიზნე პრემიალური სეგმენტია. 

„ვხედავთ, რომ საკმაოდ დადებითი ტენდენციაა და ვიზრდებით სხვადასხვა სეგმენტში. ვძლიერდებით პრემიალურ სეგმენტში, იმიტომ  რომ ბოლო პერიოდში ფოკუსი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეს მიმართულება გავაძლიეროთ, რადგანაც ბევრი ქართველი მოგზაურობს - შესაბამისად გვინდა ვაჩვენოთ ეს გლობალური ბენეფისები რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის და აქედან გამომდინარე შედეგიც არ აყოვნებს“, - ამბობს დავით ზღუდაძე.

Mastercard-ის რეგიონული დირექტორის თქმით, Mastercard-ის არხებით საქართველოდან უცხოეთში ტრანზაქციების მაჩვენებელი მზარდია.

„უცხოეთში ტრანზაქციების მაჩვენებლები იზრდება. ქართველი მომხმარებელი აქტიურად იყენებს საერთაშორისო ონლაინ სერვისებს. წლიდან-წლამდე ამ მიმართულებით ზრდა 30-35%-ია. ტენდენცია იმაზე კარგია, ვიდრე ჩვენს რეგიონში ვხედავთ. საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია“, - ამბობს დავით ზღუდაძე.

მისივე თქმით, რეგიონულ ჭრილში, საზღვარგარეთ ტრანზაქციების მაჩვენებელი საქართველოში უფრო მზარდია. 

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ვიზრდებით, იმიტომ, რომ ქართველი მომხმარებელი უფრო მეტ საერთაშორისო ტრანზაქციებს აკეთებს ელექტრონული კომერციის მეშვეობით, ვიდრე ვიდრე სომხეთში, იქ უფრო ფიზიკური ტრანზაქციებია. ქართველები მოგზაურობენ, ასევე ინტენსიურად ხმარობენ საერთაშორისო სერვისებს Amazon, Netflix და ასე შემდეგ. სომხეთი ცოტა სპეციფიკური ბაზარია“, - ამბობს   Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

დავით ზღუდაძე Mastercard-ის მიერ საქართველოში დაგეგმილ სიახლეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ Mastercard-ი არა გადახდებთან დაკავშირებული სერვისების მაქსიმალურად წამოწევას ცდილობს

„მაგალითად, გვსურს მივეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს და შევთავაზოთ დამატებითი სერვისები. კერძოდ, როგორ უნდა გააკეთონ, awarmoon სწორი მარკეტინგული კამპანიები, პლატფორმები, რომელიც ბიზნესის ეფექტურობას გაზრდის.

ეს ყველაფერი გადახდებთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, წლიდან წლამდე ბევრ სტარტაპს ვყიდულობთ და საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელი გვაქვს“, - ამბობს Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აერთიანებს 22 ათას ფინანსურ ინსტიტუტს 210–ზე მეტ ქვეყანაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები