დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანი სწრაფი კვების რესტორნების ქსელად ჩამოყალიბებაა - ,,ღომი & ყველი“

ჩვენი მიზანი სწრაფი კვების რესტორნების ქსელად ჩამოყალიბებაა - ,,ღომი & ყველი“

23-10-2024 15:00:00

„Ghomi & Kveli • ღომი & ყველის“ პროდუქცია თბილისში ორი ლოკაციიდან იყიდება, ბათუმშიც გვაქვს მიტანის სერვისი,  ხოლო უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საბურთალოს ფილიალის გახსნას“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ღომი & ყველის“ მმართველმა მენეჯერმა თენგო ბოლღაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, პროდუქციის ადგილზე გასაყიდად ბათუმში „ღომი & ყველის“ რესტორნის გახსნაც იგეგმება. როგორც კომპანიის  მმართველი მენეჯერი აცხადებს, „ღომი & ყველის“ გაყიდვების  95%-ზე ონლაინ გაყიდვებია.

„ჩვენი საერთო გაყიდვების 95%-ზე  მეტი უკავია ონლაინ გაყიდვებს და ვგეგმავთ ამ თანაფარდობის შეცვლას.  გვინდა რომ „ღომი & ყველი“ ჩამოყალიბდეს სწრაფი კვების რესტორნების ქსელად, სადაც დაგხვდებათ მარტივი მენიუ, მარტივი კერძები, ქართული გემოთი და პროდუქციით“, - აცხადებს თენგო ბოლღაშვილი.

„ღომი & ყველი“ დელივერი სერვისის ფარგლებში თანამონაწილეობს თითქმის ყველა კომპანიასთან.​ შეკვეთა შესაძლებელია ასევე კომპანიის ვებ-გვერდიდანაც. 

„ვთანამშრომლობთ Glovo-სთან, Wolt-თან, Bolt-თან, ასევე მომხმარებელს შეუძლია ჩვენს საიტზე http://www.ghomidakveli.ge  შეუკვეთოს პროდუქცია და მთელი თბილისის მასშტაბით მივაწვდით“, - ამბობს „ღომი & ყველის“ მმართველი მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ „ღომი & ყველი“ გაიხსნა 2019 წლის დეკემბერში და უკვე 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაყიდვები ყოველწლიურად, მინიმუმ 15%-ით იზრდება.

მზარდი გაყიდვების ფონზე კი „ღომი & ყველი“ ფართოვდება და მთაწმინდის პარკში რესტორანს ხსნის. 
„ვიზიტორებზე და ტურისტებზე გათვლა ახლა გვაქვს, ვხსნით ახალ ფილიალს მთაწმინდის პარკის ახალ სივრცეში. ეს იქნება პირველი  რესტორანი „ღომი & ყველის“ მომხმარებლებისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება ადგილზე ვიზიტი, დასხდომა და ჩვენი პროდუქციის დაგემოვნება“,- ამბობს თენგო ბოლღაშვილი.

„ღომი & ყველის“ უმთავრესი მიზანი დღეისათვის  სწრაფი კვების რესტორნების ქსელად ჩამოყალიბებაა.

„რეალურად ჩვენი მიზანია სწრაფი კვების რესტორნების ქსელად ჩამოყალიბდეს ჩვენი რესტორანი და ისეთივე მისაღები და ნაცნობი იყოს სწრაფი კვების ბაზარზე როგორც მსოფლიო გიგანტებია და ამ მიმართულებით ვაპირებთ განვითარებას. სურვილი გვაქვს, რომ არა მარტო საქართველოში არამედ ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართული სამზარეულო პოპულარულია, გვქონდეს რესტორნების ქსელი“, - აღნიშნავს  „ღომი & ყველის“ მმართველი მენეჯერი.

დღეისათვის „ღომი & ყველის“ TOP 3 გაყიდვადი პროდუქტია: ღომი და ყველი, ღომი და ყველი ბაჟეთი და ღომი ხარჩოთი. ასევე ძალიან პოპულარულია „ღომი & ყველის“ დესერტები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები