დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან - მარიამ ქვრივიშვილი

28-07-2023 19:48:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა სიცრუე და არაკომპეტენტური უწოდა გამოთქმულ ბრალდებებს ტურიზმის სტატისტიკის სანდოობის შესახებ.

"კეთდება ბრალდება, თითქოს ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტებსაც აღვრიცხავთ. ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა. საქართველო, სხვა ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ტურიზმის სტატისტიკის დათვლისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიას ეფუძნება - ხდება მხოლოდ ქვეყნიდან გასული ვიზიტორების აღრიცხვა. ამდენად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  მეთოდოლოგია მხოლოდ დასრულებულ ვიზიტებს გულისხმობს.

„ამდენად, ტურიზმის სტატისტიკაში დამატებით სხვა შეფასებების რესურსი და სივრცე არ არსებობს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები