დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიჯანსაღე ეკონომიკაში - ლევან ვეფხვაძე

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიჯანსაღე ეკონომიკაში - ლევან ვეფხვაძე

07-03-2025 21:00:00

ხელფასების ზრდა თავისთავად კარგია, მაგრამ მთავარია არ უნდა შევიდეთ ინფლაციურ სპირალში, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

ლევან ვეფხვაძის თქმით,  ყველას მიზანია, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები იყოს ჯანსაღი და დოვლათი, რომელიც იქმნება იქმნებოდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

„პირდაპირი კოლექცია არის გადასახადებზე და ხელფასებზე, რისგანაც შედგება დღგ. კლასიკური განმარტებით. თუ დღგ იზრდება, ნიშნავს, რომ ხელფასები და შესაბამისად გადასახადებიც იზრდება. ხელფასების ნაწილში ალბათ საქსტატიც მონაცემები უნდა ვნახოთ და ამ მონაცემებით შარშან 10%-მდე გაიზარდა საშუალო ხელფასი. შესაბამისად 1800 ლარამდე იყო საშუალო ხელფასი და 2100 ლარს უკვე ასცდა. ეს ერთის მხრივ კარგია, რომ ხელფასები იზრდება, მაგრამ დინამიკაშიც უნდა დავინახოთ, რომ რატომ ხდება. ხელფასების ზრდა მათ შორის იმიტომაც ხდება, რომ პროფესიული კადრების ნაკლებობის გამო და თქვენ რომ ნახოთ ისეთი ბიზნესი, სადაც არ მოითხოვება მაღალი კვალიფიკაცია იქაც კი არის გარკვეული დეფიციტი. და შესაბამისად ზრდის ტემპი სწორედ ამითაც არის განპირობებული. ხელფასების ზრდა თავისთავად კარგია, მაგრამ მთავარია არ უნდა შევიდეთ ინფლაციურ სპირალში, როცა ხელფასებს ზრდას მერე მოჰყვება ინფლაცია, ინფლაციას მოჰყვება მერე ისევ ხელფასების ზრდა და ამას ჰქვია ინფლაციური სპირალი. 

ამიტომ ჩვენი ყველას მიზანია, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები გვქონდეს ჯანსაღი, მაგრამ ერთდროულად დოვლათი, რომელიც იქმნება უნდა იქმნებოდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

თუმცა ამ ეტაპისთვის ინფლაციის მაჩვენებელი გაქვს დაბალი. ეს ნაწილობრივ განპირობებულია სებ-ის საკმაოდ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ის ბოლო პერიოდია ატარებს რომ ეკონომიკური სიჯანსაღე შეინარჩუნოს და მეორეს მხრივ მთავრობის ხარჯის მიმართება მშპ-სთან არის ყველანაირ სტანდარტებზე მნიშვნელოვნად დაბლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიჯანსაღე ეკონომიკაში“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები