ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეფორმა მუშაობს და კერო საპენსიო სისტემა არის მიზანშეწონილი - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს ეროვნულ ბანკში გამართეს შეხვედრა.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო კოვიდი, ინფლაცია, ომი და მერე კიდე ინფლაცია. მიუხედავად ამ დიდი ტურბულენტობისა ჩვენ მივღეთ ინფლაციაზე 12%-ით მეტი შემოსავალი, როცა შარშან ყველა საპენსიო ფონდი შემცირდა რეგიონში, ჩვენ გავიზარდეთ 7%-ით. დავიცავით ჩვენი ინვესტიციები და გადავანაწილეთ სწორად.
ასე, რომ ჩვენი განვლილი 4,5 წელი მეტყველებს იმაზე თუ რისი რესურსი გაქვს და როგორ ვმუშაობთ. ეს ფაქტი მუშაობს ჩვენს წარმატებულ საქმიანობაზე და სებ-ის სწორი რეგულირება და ზედამხედველობა“, - ამბობს გოგა მელიქიძე.
მისივე თქმით, საპენსიო პორტფელის გადანაწილებაზე მოსახლეობის ინფორმირება სრულად უნდა მოხდეს:
„როდესაც დავიწყეთ საინვესტიციო საქმიანობის მშენებლობა სამი რამე განვსაზღვრეთ: პროაქტიული კომუნიკაცია, გამარტივებული მესიჯბოქსი და არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი კითხვები. ბუნებრივია ამას ვემსახურებით. ფინანსური განათლება საქართველოში კი არა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჭირს. ბუნებრივია ჩვენთანაც ამის გამოწვევა გაქვს“, - ამბობს გოგა მელიქიძე.
მისივე თქმით, ამ დრომდე საინვესტიციო სამსახურმა 680 მილიონი ლარის საინვესტიციო მოგება უკვე დაარიცხა მოქალაქეთა შენატანებს, რაც 52%-ს წარმოადგენს და, ინფლაციის გათვალისწინებით, ანალოგიურ პერიოდზე მომგებიანობამ 12%-ს გადააჭარბა. უკვე გაცემულია 5,000-მდე მონაწილეზე 13 მლნ ლარზე მეტი პენსია.
უახლესი