თბილისიდან 30 წუთის სავალზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, კიკეთის ფერმის მულტიფუნქციურ სივრცეში კიდევ უფრო მეტი სტუმარი შეძლებს დარჩენას და ფერმის სერვისებით სარგებლობას.
ივნისიდან ფერმაში ხეზე სახლები (Tree houses) – „ჩიტო“ & „გვრიტო“ და ეკომეგობრული მასალისგან აშენებული 6 ნომრიანი სასტუმრო „ოპოდრუმი“ (Hippodroom) გაიხსნა. თითოეული სასტუმრო ნომრიდან ხედი პირდაპირ ტყეში იშლება, იქვეა მდინარე და ჩანჩქერიც.
„კიკეთის ფერმის“ მულტიფუნქციურ სივრცეში შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია, მონაწილეობა საცხენოსნო და საფეხმავლო ლაშქრობებში, საგანმანათლებლო აქტივობებსა და იოგა სესიებში. ასევე, შესაძლებელია გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღება. გარდა ამისა, სტუმარი კაფე „ორანჟერეაში“ შეძლებს ფერმის პროდუქტებით მომზადებული კერძების დაგემოვნებას.
ფერმაში პერიოდულად იმართება მუსიკალური და ასტრონომიული საღამოები.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება