„ჩირიფრუტის“ პროდუქცია მალე აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ჩირიფრუტი ChiriFruit-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განაცხადა.
პირველ ეტაპზე „ჩირიფრუტმა“ აშშ-ში ექსპორტზე 5 დასახელების პროდუქტი (მენდიანტები, რქაწითელის ჩურჩხელა, კარამელის ჩურჩხელა შოკოლადით, შავი შოკოლადის ჩურჩხელა და სიგარა); გაიტანა.
„ეს არის მცირე მოცულობა. აშშ-ის ბაზარზე შესვლაში შუამავალი კომპანია დაგვეხმარა. გვაქვს მოლოდიი, რომ აშშ-ის ბაზარზე გაყიდვებს გავზრდით. რაზე იქნება მზარდი მოთხოვნა, აქცენტებს ამის მიხედვით გავაკეთებთ“, - აცხადებს „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელი.
კომპანიის თანადამფუძნებელის ინფორმაციით, ასევე საცდელი ნიმუშები გადაგზავნეს დუბაიში და საექსპორტო შეკვეთის მოლოდინში არიან.
„ჩირიფრუტი“ ქართული ტკბილეულის კომპანიაა, რომელიც 2014 წელს სამმა დამ დააარსა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი, შოკოლადის ბურთულები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.
უახლესი