დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინური ქარავანი აუცილებლად გაივლის და ივლის შუა დერეფანში და აუცილებლად გაივლის ანაკლიასაც მიუხედავად ხმაურისა - გურამ გურამიშვილი

ჩინური ქარავანი აუცილებლად გაივლის და ივლის შუა დერეფანში და აუცილებლად გაივლის ანაკლიასაც მიუხედავად ხმაურისა - გურამ გურამიშვილი

31-05-2024 16:00:00

ვინც ფიქრობს, რომ ხელი შეუშალოს ამ პროექტს, მინდა ვუთხრა, რომ ჩინური ქარავანი აუცილებლად გაივლის და ივლის შუა დერეფანში და აუცილებლად გაივლის ანაკლიასაც მიუხედავად ხმაურისა, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. როგორც გურამიშვილმა განაცხადა, CCCC-ი  ამ დროისათვის ევროპაში ახორციელებ 2 უმსხვილეს პროექტს.

„ჩვენ დოკუმენტაციას თავიდან ბოლომდე ვსწავლობთ და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არის სანქცირებული. რაც შეეხება კონსორციუმში არსებულ კომპანიას, რომელიც არის დედა კომპანია  CCCC-ის 2020 წელს აშშ ვაჭრობის დეპარტამენტმა იგი შეიყვანა სპეციალურ სიაში, რომელიც გულისხმობს შემდეგ რაღაცას: თუ ეს კომპანია და მასთან აფილირებული 5 კომპანია დააპირებს აშშ-დან ექსპორტზე გაიტანოს რაიმე საქონელი, ან რეექსპორტი გააკეთოს ან აშშ-ს ტერიტორიაზე მოახდინოს ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაში რამე ტრანზაქცია უნდა აიღოს სპეციალური ნებართვა. სხვა დანარჩენი, არც ფინანსური აქტივების გაყინვა, არც საქმიანობის აკრძალვა, არც ამერიკის რეზიდენტებს არ უკრძალავს და არც აშშ-ს გარეთ არსებულ ქვეყნებს განახორციელონ რაიმე სერვისის მიღება, მომსახურების მიღება ამ კომპანიისგან და მისი შვილობილი კომპანიებისგან. მეტსაც გეტყვით, დღეისათვის ეს კომპანია ახორციელებს ევროპაში 2 უმსხვილეს პროექტს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პროექტები აქვს განხორციელებული და მეტსაც გეტყვით, რომ კონსორციუმში შემავალი მისი შვილობილი კომპანია, რომელიც მონაწილეობს ანაკლიის პროექტის რეალიზაციაში, პრეტენდენტია, ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, გარკვეული მონაკვეთის, მშენებლობას საქართველოში და ჩვენთან მოქმედი საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში არც CCCC-ი და არც CRBC​, რომელიც ახორციელებს მშენებლობას არ იძებნება. შესაბამისად ძალიან მყიფეა და უარგუმენტოა მტკიცება, რომ ეს კომპანია არის არის სანქცირებული და რაიმე სახის შეზღუდვა ჰქონდეს საქართველოში. არა ბატონებო, ეს ნამდვილად ასე არ არის და ის ვინც ფიქრობს, რომ ხელი შეუშალოს ამ პროექტს, მინდა ვუთხრა, რომ ჩინური ქარავანი აუცილებლად გაივლის და ივლის შუა დერეფანში და აუცილებლად გაივლის ანაკლიასაც მიუხედავად ხმაურისა“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ  China Communications Construction Company Limited წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (გზები, პორტები, სასტუმროები, ენერგეტიკა, მეტალურგია, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ა.შ.).    

რაც შეეხება კონსორციუმის მეორე წევრს - China Harbor Investment LTD-ს, ის სინგაპურში რეგისტრირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას პორტებში, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კომპანია ასევე სპეციალიზირდება სანავსადგურე ოპერაციებში. 

„მნიშვნელოვანია, რომ კონსორციუმის ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი, ასევე უმსხვილესი ჩინური  კომპანია China Road and Bridge Corporation 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, მოგებული აქვს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსების ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები. მისი სამშენებლო საქმიანობის ინტერესს წარმოადგენს პორტები, გზები, ხიდები, სანავიგაციო არხები და ა.შ. კომპანია ასევე ახორციელებს მექანიკური აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების წარმოებას, გააჩნია ოფისი მსოფლიოს 60 ქვეყანაში.   

5 უმსხვილეს ჩინურ პორტს მართავს კონსორციუმის კიდევ ერთი  ქვეკონტრაქტორი კომპანია Qingdao Port International Co., Ltd,  მათ შორისაა: ცინდაო ციანვანის პორტის არეალი, ჰუანგდაოს ნავთობტერმინალი, დონჯიაკუს პორტის არეალი, დაგანგის პორტის არეალი და ვეიჰაის პორტის არეალი. ჯამში, კომპანია ოპერირებს 86 ნავმისადგომს, მათ შორის 25 საკონტეინერო ნავმისადგომს, 14 მეტალის და ქვანახშირის ნავმისადგომს, 17 ნავთობტერმინალს, 30 უნივერსალურ ნავმისადგომს. კომპანიას გააჩნია 6 ძირითადი მიმართულება: კონტეინერები, მშრალი ტვირთი, თხევადი ტვირთი, ლოგისტიკა, ასევე, დამხმარე და ფინანსური სექტორები.

ეს არის პარტნიორი კონსორციუმის მოკლე რეზიუმე, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად ააშენებს და განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. რაც შეეხება გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავრობა ხელშეკრულებას აფორმებს კონსორციუმთან, რომლის წამყვანი თუ ქვეკონტრაქტორი კომპანიები არიან დასანქცირებულები, მათ შორის, საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მიერ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წარმოდგენილი განაცხადისა და შესწავლის ეტაპზე, წინადადებების წარმომდგენი კომპანია არ ირიცხება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ სანქცირებულ სუბიექტთა სიაში.

მეტი სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ "Entity List"ში. ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვერის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ "Entity List"ში მითითებულ კომპანიებთან. შესაბამისად,  ზემოხსენებული კომპანიების შესაბამის სიებში შეყვანა გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების  შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას - შეზღუდვები არ წარმოადგენს კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ სანქციებს და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს CCCC და მის კომპანიებთან, თუ აღნიშნული ტრანზაქცია არ მოიცავს ექსპორტს, რეექსპორტს და ზემოხსენებულ ტრანსფერებს. ასევე ის არ ზღუდავს სხვა პირებს, შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი CCCC-დან და მისი შვილობილი კომპანიებისგან“, - აღნიშნული იყო განცხადებაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები