ბოლო წლების სტატისტიკით ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2018 წელს წელს - $76 მილიონი, ხოლო ყველაზე ცოტა - 2020 წელს (- $35 მილიონი) განხორციელდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ჩინეთიდან საქართველოში 43 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს ქვეყანა 2022 წელს საქართველოს TOP - ინვესტორებში მეათეა.
თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დავაკვირდებით სახეზეა, რომ ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი პანდემიამდე მზარდი იყო.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან 2016-2022 წლები. წყარო საქსტატი
რაც შეეხება დარგებს, 2022 წელს ჩინეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია სამშენებლო სექტორში განხორციელდა - $7,6 მილიონი შეადგინა. ჩინურ ინვესტიციებში მეორეა უძრავი ქონება (ინვესტიცია $456 400) ხოლო მესამეა სამთო მოპოვება - $389 000.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.
უახლესი