დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება დავიწყეთ“ - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები

„ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება დავიწყეთ“ - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები

15-03-2023 09:13:17

ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China Road and Bridge Corporation-თან, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მუშაობს, სადაც 13 მარტს გზა ჩამოიშალა, „რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმა“ მოლაპარაკება დაიწყო.

ინფორმაციას „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები“ ავრცელებს. მოლაპარაკების პროცესი 14 მარტს დაიწყო და 16-ში განახლდება.

„14მარტს დაიწყო მოლაპარაკებები ჩინური კომპანიასთან ,რომელსაც ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჰყავს 700მდე ადამიანი. მოლაპარაკებების საგანს შეადგენს:

1) შრომითი ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

2) უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება;

3) ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება;

4) სახელფასო მატება;

5) კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება;

„მოლაპარაკებები გაიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და საქართველოს გზების დეპარტამენტის ჩართულობით, საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობას შორის. მხარეებმა გაცვალეს პოზიციები და შეთანხმდნენ,რომ მოლაპარაკებები ხუთშაბათს 16 მარტს გაგრძელდება“,- ნათქვამია „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების“ განცხადებაში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთს, სადაც 13 მარტს გზა ჩამოიშალა ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China Road and Bridge Corporation-ი მუშაობს.

უწყების ცნობითვე, 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ბიუჯეტი 901,973,206 ლარია, ხოლო კომპანიასთან სამშენებლო კონტრაქტი 2018 წლის ნოემბერში გაფორმდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები