ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის პოსტი - ლი ციანმა დაიკავა.
11 მარტს ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) დეპუტატებმა დაამტკიცეს მისი კანდიდატურა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. წერს ჩიმური მედია.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის პოსტზე ლი ციანმა ლი კეციანი შეცვალა, რომელიც მთავრობას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მეორე ხუთწლიანი ვადა 2023 წელს ამოიწურა. ჩინეთის კანონმდებლობა პრემიერ-მინისტრის პოსტის ორ ვადით დაკავებას კრძალავს.
PRC-ის მთავრობის ხელმძღვანელობამდე ლი ციანი შანხაის პარტიის კომიტეტის მდივანი იყო.
ლი ციანის პოლიტიკური კარიერა ბოლო 20 წლის განმავლობაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული სი ძინპინთან. პოლიტიკური ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ლი ციანი მთავრობას უხელმძღვანელებდა მას შემდეგ, რაც სი ძინპინი ჩინეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც მესამე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. სახელმწიფო საბჭომ პრეზიდენტის ორი ვადით არჩევაზე შეზღუდვა გააუქმა.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის