დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The  China Food & Drinks Fair“ ქართული კომპანიების მონაწილეობით გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ქართული კომპანიების მონაწილეობით გაიმართა

28-03-2025 11:07:00

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The  China Food & Drinks Fair“ ქართული კომპანიების მონაწილეობით გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია იყო წარმოდგენილი.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა  შეხვედრები  პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს.

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

გამოფენა „The China Food & Drinks Fair“  ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და  მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,   2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.

მიმდინარე კვირაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ასევე  მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოფენაში ,,Fine Wine Hotel Exhibition”.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები