დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა

ჩინეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა

07-03-2025 13:00:00

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 10%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი 51%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველომ ჩინეთში 18,062.60 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19,986.26 ათასი დოლარის. კლება 9,6%-ია. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 9,501.65 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 3,353.65 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1,672.34 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 1,096.10 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1,059.15 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, 2025 წლის იანვარში საქართველომ ჩინეთიდან 115,654.35 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის პირველ თვეში კი 76,721.98 ათასი დოლარის. ზრდა 50,7%-ია. ჩინეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მაცივრებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:

  • მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 3,781.31 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 3,331.03 ათასი დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 3,238.83 ათასი დოლარი;
  •  ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 3,098.42 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 2,668.48 ათასი დოლარი;

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები