ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით გლობალური ტურიზმის ტენდენციებს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმარი იყო.
ქვრივიშვილის თქმით, ჩინეთი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს.
„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით გლობალური ტურიზმის ტენდენციებს და თქვენ თუ ხედავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურიზმის მდგენელებს ნახავთ, რომ ჩინეთი ყველა ამ ქვეყნისთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს. ჩინელი ტურისტები განსაკუთრებით გამოირჩევიან განსაკუთრებული მსყიდველუნარიანობით. ისინი შედარებით გრძელი პერიოდით მოგზაურობენ. საშუალო ღამისთევები განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან უფრო მეტი აქვთ და აქედან გამომდინარე უფრო მეტრი წვლილი შეაქვთ ქვეყნების ეკონომიკების გაძლიერებაში. ჩვენი სტრატეგია ტურიზმში არის ხარისხის უპირატესობა. ჩვენ გვინდა მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტი, რომელიც ჩამოვა, დახარჯავს მეტ ფულს ჩვენს ქვეყანაში, დარჩება ადგილობრივ სასტუმროებში, ესტუმრება ადგილობრივ რესტორნებს,გამოიყენებს ადგილობრივ გიდებს, ტრანსპორტს, მძღოლს რაც პირდაპირი და არაპირდაპირი გაძლიერებაა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
უახლესი
44 წუთის წინ
Art Glass Studio ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს46 წუთის წინ
წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო