დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩელთის“ ღვინო სტამბულში, მიშლენის 2 ვარსკვლავის მფლობელ რესტორან TURK FATIH TUTAK-ში იყიდება

„ჩელთის“ ღვინო სტამბულში, მიშლენის 2 ვარსკვლავის მფლობელ რესტორან TURK FATIH TUTAK-ში იყიდება

30-09-2024 19:00:00

„ჩელთის ღვინო სტამბულში, მიშლენის 2 ვარსკვლავის მფლობელ რესტორან “TURK FATIH TUTAK”-ში დაგხვდებათ.

TURK FATIH TUTAK - პირველი თურქული რესტორანია, რომელმაც მიშლენის ორი ვარსკვლავი მოიპოვა და მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანში შევიდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის კომპანია ავრცელებს. 

„თურქეთში არის ბევრი სახელმწიფო რეგულაცია და ალკოჰოლის დისტრიბუციაზე ლიცენზიის აღებაა საჭირო, რაც გრძელვადიანი პროცესია. ამ პროცესის დასრულებას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი Business Insider Georgia-სთან.

მისი თქმით, „ჩელთისთვის“ უცხოეთის ბაზარზე საინტერესოა ჰორეკა სექტორი და ღვინის სპეციალიზებული მაღაზიები.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები