Chelta- ჩელტას პირველი მაღაზია უკვე გაიხსნა. არტიზანული საწარმო მომხმარებელს უნიკალური რეცეპტებითა და უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ პურ-პროდუქტებს სთავაზობს.
როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia - ს აცნობეს, მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.
„პურ-პროდუქტების მომზადებისას უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, საუკეთესო ევროპულ დანადგარებს და პურის უნიკალურ რეცეპტებს ვიყენებთ. შედეგად კი ვიღებთ უგემრიელეს, არომატულ, ხელნაკეთ პურს, რომელიც ბაზარზე გამორჩეულია. მოთხოვნა ძალიან მაღალია და სწორედ ამიტომ გადაწყდა მაღაზიის გახსნა. მომხმარებელს ბუნებრივ საფუარებზე, მათ შორის ქართული ჯიშებით, ჭვავით, თავთუხით, დამზადებულ, პურს ვთავაზობთ. პროდუქციის უმრავლესობა იშვიათი რეცეპტით იქმნება. გარდა პურისა, მზადდება კრუასანები და სხვადასხვა დასახელების, რომლის ანალოგი ბაზარზე იშვიათობაა მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე “, - აცხადებენ კომპანიაში.
„ჩელტას“ მაღაზია თბილისში, ცინცაძის 12-ში, სავაჭრო ცენტრ “აქსის პალასში” მდებარეობს. კომპანიაში ჯამში 10-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
7 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“