Charles Rullo, იგივე ,,ჩაკი", პროდუქციის ექსპორტს გეგმავს. ქართულ ბაზარზე კუთვნილი ნიშის დაკავება და მზარდი მოთხოვნა ახალგაზრდა მეწარმეებისთვის დიდი სტიმულია, რომ არატრადიციული მეთოდით დამზადებული სასმელი მსოფლიოს გააცნონ.
ბრენდი ახალგაზრდა მეწარმეებმა - ლევან ტურძელაძემ და ლევან ჩიკვაიძემ შექმნეს.
„ჩაკი“ უნიკალური რეცეპტით და ჭაჭის ინსპირაციით შექმნილი ალკოჰოლური სასმელია, თუმცა ტრადიციული ჭაჭა არ არის.
როგორც ლევან ჩიკვაიძე Business Insider Georgia - თან განმარტავს, Charles Rullo-ს გამოარჩევს უნიკალური სინთეზი - 40%-იანი რქაწითელის ყურძნის დისტილატის და ნატურალური შავი სტაფილოსი, რაც მას ვიზუალურად მიმზიდველს, რბილად დასალევს და განსაკუთრებით არომატულს ხდის.
„2020 წელს, პანდემიურ პერიოდში დავიწყეთ წარმოება, თუმცა ბრენდის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. შევქმენით ჭაჭის ინსპირაციით - ოთხნახადი ჭაჭა, რომელიც უნიკალური რეცეპტია და მსოფლიოში არ აქვს ანალოგი.
„ჩაკ რულო" სასიამოვნო დასალევია როგორც ცალკე, ისე სხვადასხვა კოქტეილსა და მიქსერებთან. ჯერჯერობით შიდა ბაზარზე გვინდა განვითარება, რომ წარმოება გავზარდოთ და ფართო სეგმენტი მოვიცვათ, პარალელურად ვფიქრობთ ექსპორტზეც, ორიენტირი უფრო ევროპის ქვეყნებია, ცხადია, აზიურ სახელმწიფოებსაც განვიხილავთ. ვცდილობთ, ორივე მიმართულება მოვიცვათ.
2024 წლიდან ექსპორტის ხაზით აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას, წინ ბევრი საინტერესო იდეაა, რასაც ეტაპობრივად განვახორციელებთ", - ამბობს ლევან ჩიკვაიძე.
კომპანიის სამომავლო გეგმის შემუშავებაში, ექსპორტთან დაკავშირებით ,,ჩაკ რულოს“ მწარმოებლებს დაეხმარა სახელმწიფო სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლებმა გაიარესექსპორტის მენეჯმენტის კურსი.
როგორც ლევან ჩიკვაიძე განმარტავს, ბრენდის კონცეფცია მოგზაურობასთან და კოსმოსთან კავშირშია და ბრენდის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
დღეისთვის „ჩაკ რულო“ Chuck Bar- ში, „ალკორიუმში", ,,აჭარა ჯგუფის" რესტორნებში და რამდენიმე ბარშია წარმოდგენილი, მათ შორის ტურისტულ რეგიონებში. ყოველწლიურად 5000-მდე ბოთლი Charles Rullo იწარმოება. თითო ბოთლი სასმლის ფასი საშუალოდ 35 ლარის ფარგლებშია.
უახლესი
51 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია