თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეტაპობრივად 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას:
30 მარტიდან – გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways – ლონდონი-თბილისი;
31 მარტიდან – ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი;
12 აპრილიდან – ფრანგული Transavia France – პარიზი-თბილისი;
12 აპრილიდან Lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss – ციურიხი-თბილისი;
როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა,
„ზოგადად, ნებისმიერი ავიაკომპანიის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ქვეყნისთვის, თუმცა ამ ოთხ ავია კომპანიაში მინდა გამოვყო ლონდონი. რა თქმა უნდა ცალკე განაცხადია შვეიცარიული მიმართულებები, სადაც არასოდეს ფრენები არ გვქონია. ეს არის ჟენევა და ციურიხის მიმართულება. როგორც ბრიტანელები, ისე შვეიცარიელები, არ მინდა დაიჩაგროს იტალიური და ფრანგული მიმართულებები, თუმცა იქ ისედაც გვქონდა ფრენები. ჩვენ საფრანგეთის მიმართულება რადგან ვახსენეთ, ივნისიდან ქუთაისიდან, ასევე ლიონიც გვემატება. ასე, რომ ფეხბურთის მოყვარულებისთვის საკმაოდ დიდი პალიტრა გვაქვს საფრანგეთის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება ეს მიმართულებები. რომ დავუბრუნდეთ ჟენევას და შვეიცარიის და ბრიტანეთის მიმართულებებს ეს არის სრულიად ახალი სეგმენტი და ალბათ ევროპაში ყველაზე მაღალმხარჯველიანი ტურისტები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის და თავისთავად ამ ავიაკომპანიების შემოსვლას მოჰყვება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება ამ რეგიონებში და ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ამ ავიაკომპანიების და ამ მიმართულებით ფრენების დაწყებას ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
აღსანიშნავია, რომ ლონდონი გამოყენებული იქნება აშშ-ს მიმართულებით და აშშ-დან მგზავრთნაკადის მისაღებად და ლონდონის გავლით აშშ-სა და საქართველოს შორის ფრენების ხანგრძლივობა 6-7 საათით მცირდება.
„ლონდონის გავლით დაახლოებით 6-7 საათით მცირდება მგზავრობის პერიოდი და British Airways-ს American Airlines -თან აქვს ერთ-ერთი საუკეთესო Codeshare პარტნიორობის ხელშეკრულება. მხოლოდ ნიუ-იორკის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე 12 ფრენა არის ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის დღის განმავლობაში. აღარაფერს ვამბობ დანარჩენ სხვა ქალაქებზე. აქედან გამომდინარე პერსპექტივა ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიმართულებაც და აშშ-ს სეგმენტს დიდწილად ეს ავიაკომპანია წაიყვანს. British Airways შემოსვლა ასევე ბიძგს მისცემს და გაამარტივებს ამერიკულ გადამზიდავებთან მოლაპარაკებას. მე როგორც ვიცი, ტურიზმის ადმინისტრაციას თავისი ცალკე გეგმებიც აქვს იმისთვის, რომ არამხოლოდ ბრიტანეთში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აწარმოოს კამპანიები იმისთვის, რომ ცნობადობა გაზარდოს. აქ ძალიან სიმბოლურია ალბათ, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ გამომდინარე იქიდან რომ ბრიტანეთის ავიახაზებს და American Airlines აქვთ Codeshare და პარტნიორული ხელშეკრულება ზოგადად, ამერიკის ბაზარი ცოტა განსხვავებულია სხვა ბაზრებისგან.
ამერიკელებს ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვთ თავიანთ გადამზიდავებთან. United, Delta, American Airlines ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ იმოგზაურონ ამ ავიაკომპანიებით და აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ თუ American Airlines-ის საიტზე ჩვენ დაავსერჩავთ თბილისს, ნიუ-იორკი თბილისს ამოგვიგდებს, ანუ გვიჩვენებს და შესაძლებელი იქნება, რომ მათ American Airlines-ის ბილეთი შეიძინონ, თუმცა ფრენას რა თქმა უნდა შეასრულებს British Airways. სამომხმარებლო ლოიალობაც ამ ყველაფერში ასახული იქნება. ეს ძალიან სიმბოლური და ტექნიკური დეტალია, თუმცა ჩვენ გვიწევს ასეთი დეტალების გათვლაც და ასეთ დეტალებზე ფიქრიც. მეორეს მხრივ, ემოციურიც არის American Airlines-ის საიტზე თბილისი, რომ ისერჩება“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
უახლესი
11 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო12 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა12 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე