ტაილანდურ თეთრ ბრინჯზე გაცვლითი ფასები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტონაზე - $648 დოლარამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ.
ინფორმაციას Bloomberg ბრინჯის ექსპორტიორთა ადგილობრივ ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრინჯის ფასი თითქმის 50%-ით გაიზარდა. 26 ივლისს სამწლიანი რეკორდი მოხსნა - ტონაზე 572 დოლარი.
ბრინჯის ფასები აზიაში უმაღლეს 15 წლის მაქსიმუმზეა. გლობალური მარაგების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, მშრალი ამინდი საფრთხეს უქმნის წარმოებას ტაილანდში და პროდუქტის უმსხვილესმა მიმწოდებელმა, ინდოეთმა, ზოგიერთი სახის ბრინჯის ექსპორტი აკრძალა.
ტაილანდი დაბალი ნალექის პერიოდს განიცდის. ამ თვეში მოსული ნალექი ნორმის 60%-ია. ქვეყნის ხელისუფლებამ წყლის დაზოგვა გადაწყვიტა და ფერმერებს მოუწოდა გადაერთონ კულტურებზე,რომელთაც წყლის მინიმალური მოცულობა სჭირდებათ.
საუბარია მრავალწლიან კულტურებზე, ბრინჯი კი ერთწლიანი კულტურაა. ამავდროულად, ინდოეთის მთავრობამ დააწესა აკრძალვა თეთრი ბრინჯის ექსპორტზე, გარდა ბასმატისა,რამაც უკვე გამოიწვია მიწოდების შემცირება. CNBC-მ აღიარა, რომ მსოფლიოს შესაძლოა, მარცვლეულის დეფიციტი შეექმნას.
უახლესი