ტურისტულმა კომპანია Go Tour-მა საშობაო ტურების გაყიდვა დაიწყო. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, საშობაო ტურების გაყიდვები ინტენსიურად მიმდინარეობს და მომხმარებლის მხრიდან უპირატესობა ევროპის ქალაქებს ენიჭება, სადაც რამდენიმე კვირაში უკვე საშობაო მარკეტებიც გაიხსნება. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, საზღვაო დასვენებაზე მოთხოვნა ისევ აქტიურია.
„Go Tour-ის მაგალითზე სექტემბერი-ოქტომბერი ისევ მოთხოვნადია საზღვაო ტურები. მოთხოვნადია თურქეთი და კვიპროსი.
წინასაშობაოდ და საშობაოდ უპირატესობას ევროპაში დასვენებას ანიჭებენ, მოთხოვნადია ჩეხეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, უნგრეთი.
პარალელურად გააქტიურდა ეგვიპტის მიმართულებაც. ეგვიპტე ზაფხულშიც საკმაოდ მოთხოვნადი იყო, მაგრამ შემოდგომა-ზამთარში ეგვიპტეზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. აქტიურად იყიდება ასევე ეგვიპტის ტურები ახალი წლის შესახვედრად. მომხმარებელი უპირატესობას პირდაპირ ფრეებს ანიჭებს და ერთ კვირიანი პაკეტები საკმაოდ მოთხოვნადია. უკვე აქტიურდება ასევე აბუ-დაბი და დუბაის მიმართულება. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ახალი წლის შესახვედრად უკვე ბევრი აწყობს გეგმებს“, - აცხადებს ნინო წიკლაური.
Go Tour-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეგვიპტეში ერთ კვირიანი All Inclusive დასვენების ფასი 1500 ლარიდან იწყება. ხოლო რაც შეეხება ევროპას, საშობაოდ ბიუჯეტური პაკეტების ღირებულება 1100-1200 ლარიდანაა.
ნინო წიკლაურის თქმით, ევროპის მიმართულებით მოგზაურობის დროს მომხმარებელი მაინც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს ანიჭებს უპირატესობას. ხოლო არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ეგვიპტის შემთხვევაში კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებულ რეისებს.
რაც შეხება შემოდგომა-ზამთარში საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნას, Go Tour-ის დამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ხოლო ფასები შარშანდელთან შედარებით შეცვლილი არ არის, რასაც თავის მხრივ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სხვადასხვა ავიაკომპანიებისა და სასტუმროების მიერ ჩაშვებული აქციებიც უწყობს ხელს.
რაც შეეხება , Go Tour-ის გეგმებს, ტურისტული სააგენტო იანვრის ბოლოს ბრაზილიაში 10 დღიან ჯგუფურ ტურს გეგმავს, ხოლო თებერვალში ეთიოპიის ტურის გამეორებას.
„იანვრის ბოლოს ბრაზილიაში ექსკლუზიური ტური გვექნება, ხოლო ტურის ხანგრძლივობა იქნება 10 დღე. მის დაგეგმვაში აქტიურად გვეხმარება ბრაზილიაში საქართველოს საელჩო, რისთვისაც მათ დიდი მადლობა. ტურის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მაქსიმუმ 20 ადამიანს შეადგენს. ხოლო რაც შეეხება ფასებს, ამ დროისათვის მიდის დეტალების საბოლოო შეთანხმება და ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ფასებს. პროგრამის შემუშავებაში უშუალოდ საელჩო ჩაერთო და ისეთი ადგილების მონახულებაა დაგეგმილი, რომ რომლის შესახებაც თავად ბრაზილიელებსაც მცირე ინფორმაცია აქვთ“, აცხადებს ნინო წიკლაური.
უახლესი
23 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით