დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბორჯომის გენერალური და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმების კონცეფცია საჯაროდ განიხილეს

ბორჯომის გენერალური და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმების კონცეფცია საჯაროდ განიხილეს

10-09-2024 11:15:00

ქალაქ ბორჯომის გენერალური და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმების კონცეფციის საჯარო განხილვა შედგა. საპროექტო ჯგუფმა მომზადებული დოკუმენტაცია დაინტერესებული პირებისთვის პრეზენტაციის სახით წარადგინა.

ქალაქ ბორჯომის გენერალურ და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმებზე, ასევე, მოქმედი დოკუმენტაციის რევიზიაზე, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მუშაობს.

კონცეფციის დოკუმენტაციის საჯარო განხილვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია - მესხეთის ქუჩა №5.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები