მტრის ჯინაზე ყველაფერი იქნება კარგად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ბიზნეს კურიერის“ ეთერში მიმდინარე ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ბიზნესი და საზოგადოების ნაწილი გარკვეულ მოწოდებებს არ აჰყვა და შედეგად გაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა.
„ის რაზეც ჩვენ ვმსახურებდით ყველაფერი დადასტურდა. არსებობენ ქსელები, რომელიც დესტაბილიზაციას ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნებში და აღიარეს აშშ-მა. ყველაფერს რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიის და დიპსტეიტით გაგრძელებული ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე. თუ კი ე ასეა, მაშინ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ჩვენი შიდა პროცესები, ეს არის ნაწილი იმ გლობალური ძვრებისა, რომელიც ხდება გარშემო და გამომდინარე აქედან, რომელიც ზოგიერთ გააჩნია საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ, მანამ სანამ იარსებებენ ძალები, რომელიც საქართველოს მიმართ აქვთ ბოროტი განზრახვები, მანამ სანამ ვიღაცას უნდა, რომ აქ მარიონეტები ჰყავდეს დასმული, რომ თავის ჭკუაზე ატაროს - ჩვენ სტრატეგიულ ადგილას ვართ, მათ შორის შუა დერეფნის წყალობითაც და ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის წყალობითაც. ვართ სტრატეგიულ ადგილას, რასაც აქვს თავისი უპირატესობები, თავისი რისკები, თუმცა ამ გარემოში ვართ ჩვენ ათასწლეულები და ასე გვიწევდა ყოველთვის ცხოვრება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთი რამე, ყოველთვის კარგად ხედავს ბიზნესიც და საზოგადოებაც. ვხედავთ საზოგადოებას, რომელიც არ აყვა დაჟინებულ, მართლა მტრობას საკუთარი ქვეყნის ჩვენი ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და უცხოეთიდან, რომ გვმტრობენ და გვმტრობენ ზოგიერთი ჯგუფები და გადაკიდებულები არიან ჩვენზე, ეს უკვე სხვა საკითხია. მათ შორის აბსურდული სანქციები და სამარცხვინო სანქციებს, რომ აწესებენ შესვლასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ბალტიურ პოლიტიკურ ელიტას. ამას არ აჰყვა ქართველი ხალხი და არ აჰყვა ასევე ბიზნესი. რომ აჰყოლოდა 11,1%-იანი ეკონომიკური ზრდა როგორ გვექნებოდა, როგორ ვიქნებოდით კვლავ თავისუფლები მაჩვენებლებით ევროპის ოცეულში. ვუსწრებთ ევროკავშირი 13 წევრ ქვეყანას და კანდიდატებს რაც შეეხება ყველას ვუსწრებთ. ეს უკვე ტრადიციაა, რომ ყველა კანდიდატს ვუსწრებთ ყველა რეიტინგში. და ეს იმ პირობებში, როდესაც გამოდიან ევროპელი ტოპ ტვინები და ყველანაირ უბედურებას აბრალებენ საქართველოს. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მტერ-მოყვარეების ჯინაზე გვექნება ჩვენ ეკონომიკური წინსვლაც და ვართ პირველ ადგილზე მთლიანად რეგიონში, ევროპაში ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპებით. მტრის ჯინაზე თუ მტერ-მოყვარეების ჯინაზე ყველაფერი იქნება კარგად. მთავარი გაკვეთილი რაც მივიღეთ ყველამ, ხელისუფლებამაც და მე მგონი საზოგადოებამაც ბოლო 3 წლის განმავლობაში რომ ერთადერთი ვისაც უნდა ენდო ესაა შენი საზოგადოება და ერთადერთი რასაც უნდა დაეყრდნო ეს არის შენი ეროვნული ინტერესები. ასე იქცევა ქართული ოცნება და ამიტომაც ვართ უკვე 13 წელია ხელისუფლებაში და ასე გაგრძელდება როგორც ვატყობ კიდე კარგა ხანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უახლესი
34 წუთის წინ
ქვეყნები, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს2 საათის წინ
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით გაიზარდა - საქსტატი