დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველო“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთის 33-ე ეკონომიკური ფორუმის მედია და ინსტიტუციური პარტნიორები არიან

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველო“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთის 33-ე ეკონომიკური ფორუმის მედია და ინსტიტუციური პარტნიორები არიან

31-08-2024 12:33:00

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველო“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთის 33-ე ეკონომიკური ფორუმის მედია და ინსტიტუციური პარტნიორები არიან.

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, 2 წელია მათი ორგანიზაცია არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკური ფორუმის - პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

„ჩვენ კვლავ ჩვენი ინსტიტუციური და მედიაპარტნიორობის ფარგლებში ვაკეთებთ არაერთი პანელის ორგანიზებას. პირველად საქართველოში და საქართველოდან მოხდება რამდენიმე პანელის ერთდროული ორგანიზება, სადაც ათეულობით ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები, როგორც მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, ასევე წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიღებს მონაწილეობას.

პარალელურად, ჩვენ პოლონურ მხარესთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს და ეს არის მათი დაინტერესება პირველ რიგში, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, საუბარია თებერვალ-მარტში, საქართველოში ჩატარდეს პირველად მსხვილი რეგიონული ფორუმი, რამდენიმე ათეული ქვეყნის მონაწილეობით. ეს ქვეყნის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

პოლონური მხარე სრულად აცნობიერებს საქართველოს მნიშვნელობას არა მხოლოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისთვის, ვინაიდან ეს ნომერ პირველი ეკონომიკური ფორუმი გეგმავს საქართველოში მსხვილი რეგიონული ფორუმის ორგანიზებას, არამედ მთლიანად ევროპისთვის“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები