Binance-ს კრიპტო ბირჟის მონაცემებით, Bitcoin-ის ფასმა ისტორიაში პირველად 106 ათას დოლარს გადააჭარბა და კიდევ ერთხელ მოხსნა ისტორიული რეკორდი.
Bitcoin-ის ფასმა ზრდა 5 ნოემბერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დაიწყო, 68 ათასი დოლარიდან და მას შემდეგ, კრიპტოვალუტის ღირებულებამ არაერთხელ განაახლა თავისი ისტორიული მაქსიმუმი.
TradingView-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების მთლიანი კაპიტალიზაცია დღეში 0,69%-ით გაიზარდა და 3,641 ტრილიონ დოლარამდე შეადგინა. აქედან 2,08 ტრილიონი დოლარი (57%-ზე ცოტა მეტი) ნოემბრის მონაცემებით Bitcoin-ზე მოდის.
Bitcoin-ის ზრდის ფონზე, ბაზარზე სხვა ძირითადი კრიპტოვალუტების ღირებულებაც იზრდება. ამრიგად, Ethereum გაიზარდა 1.15%-ით, ერთეულზე 4 ათას დოლარამდე.
უახლესი
14 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა