დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა

Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა

06-12-2024 17:24:00

6 დეკემბრის ღამეს ბიტკოინის ფასი ერთ საათში დაახლოებით 8%-ით დაეცა და 90,5 ათას დოლარამდე შემცირდა 5 დეკემბრის პიკური ფასიდან კლება 12,5%-ზე მეტი იყო.

Binance-ის ბირჟის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 98 ათასი დოლარია, რაც 6 დეკემბრის ღამის მინიმალურთან შედარებით თითქმის 8,4%-ით არის გაზრდილი.

Coinglass სერვისის მონაცემებით კრიპტოვალუტის ასეთი მკვეთრი ნახტომის ფონზე, ბირჟებმა 24 საათში მოახდინეს 168 ათასი ტრეიდერის პოზიციების ლიკვიდაცია, მათგან ბიტკოინმა 487 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ეთერიუმმა - 86 მილიონი აშშ დოლარი. 

5 დეკემბერს ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები