დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური ვალდებულებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარებისათვის - ISET PI

ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური ვალდებულებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარებისათვის - ISET PI

11-01-2024 10:45:00

ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური ვალდებულებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარებისათვის, - აღნიშნულია ISET PI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ISET PI-ში აცხადებენ, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის განმარტების თანახმად, ბიომრავალფეროვნება გულისხმობს „ყველა სახეობის ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის, ხმელეთზე, ზღვებსა და წყლის სხვა ეკოსისტემებსა თუ ეკოლოგიურ კომპლექსებში მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმების ცვალებადობას; ის ასევე მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობებში, სახეობებს შორის და ეკოსისტემებში“. ზოგადად კი, კონვენცია ეხება არსებული ეკოსისტემებისა და დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას.

„ბიომრავალფეროვნების დაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს პლანეტის ეკოლოგიის შენარჩუნებაში და ყველა სახეობის ცოცხალ არსებათა, მათ შორის, ადამიანთა კეთილდღეობაში. ბიომრავალფეროვნების დაცვა მნიშვნელოვანია ეკოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული და ეთიკური მიზნების მისაღწევად იმდენად, რამდენადაც იგი უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას და სარგებლის მომტანია არამხოლოდ არსებული, არამედ მომავალი თაობებისათვისაც. ბიომრავალფეროვნების დაცვა გლობალური ვალდებულებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარებისათვის.

საქართველო, რომელიც კავკასიის ეკო-კორიდორში მდებარეობს, ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ აღიარებული 35 პრიორიტეტული ზონიდან ერთ-ერთია და მოიცავს მსოფლიოში 34 აღიარებული „ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილებიდან“ ორს: კავკასიასა და ირანი-ანატოლიის ცხელ წერტილებს. სამხრეთ კავკასიის მთიან რეგიონში მდებარე საქართველო გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით, მრავალი ენდემური სახეობით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით“, - აცხადებენ  ISET PI-ში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები