მთელ მსოფლიოში იზრდება ორგანული პროდუქტების პოპულარობა, მომხმარებლები ანიჭებენ უპირატესობას ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას, შესაბამისად ბიო პრეპარატებზე მოთხოვნას მზარდი მაჩვენებელი აქვს.
„აგროსიმას“ მიზანია ევროპული სტანდარტის დანერგვა და გაზიარება მომხმარებლებისთვის, სწორედ ამიტომ კომპანიის პორტფელში 10-ზე მეტი სახეობის ესპანური და იტალიური ბიო პრეპარატია.
აგროსიმას პორტფელში არსებული ბიო პრეპარატები სერტიფიცირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა: CERES, ECOCERT, OMRI LISTED, Demeter.
ბოტრიბელი არის მიკრობიოლოგიური წარმოშობის ახალი თაობის ბიო ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება ვაზის, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების სიდამპლეების წინააღმდეგ. (ბოტრიტისი, მონილიოზი).
პრეპარატი იცავს გარემოს დაბინძურებისგან, რადგან პროდუქტი ეფუძნება ცოცხალი მიკროორგანიზმებს.
ბოტრიბელში შემავალი მიკროორგანიზმების შტამი ექსკლუზიურად შექმნილი და დაპატენტებულია პორბელტეს მიერ.
ბოტრიბელი სერტიფიცირებულია CERES-ის მერ.
პლასტ ოფ L არის ბიო მეურნეობებში გამოსაყენებელი ექსკლუზიური პროდუქტი, ჭრაქის, ნაცრისა და სხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. მისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე პლასტ ოფ L ერთდროულად აკონტოლებს დაავადების სხვა და სხვა პათოგენს და იცავს მცენარეს მათგან.
პრეპარატი არ აბინძურებს გარემოს, რადგან არ აქვს ნარჩენები.
პლასტ ოფ L სერტიფიცირებულია ECOCERT-ის მიერ ბიო მეურნეობებში გამოსაყენებლად.
ბელტირული არის ევროპული წარმოების ბიოინსქტიციდი, რომელიც გამოიყენება ლეპიდოპტერას რიგის მწერების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ყურძნის ჭია, ტუტა აბსოლუტა, ბამბის ხვატარი, კომბოსტოს თეთრულები, ჩრჩილები და სხვა.
ბელტირული ფლობს არაერთ ევროპულ ბიო სერტიფიკატს ( INTER ECO, CERES INPUTS, OMRI LISTED).
ბიოპრონი არის მიკრობიოლოგიური არამიკორიზული სასუქი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის ოპტიმალურ ზრდას. სასუქი აქტიურად გამოიყენება საჩითილე და სანერგე მეურნეობებში.
ბიოპრონში შემავალი მიკროორგანიზმები ნიადაგში არსებული მიკრო და მაკრო ელემენტების მცენარისთვის შესათვისებელ ფორმაში გადაყვანას უზრუნველყოფენ.
ბიოპრონი სერტიფიცირებულია CERES-ის მერ, ასევე ბიოპრონი ფლობს Demeter-ის სერტიფიკატს რაც იმას ნიშნავს რომ მისი გამოყენება დაშვებულია ბიოდინამიურ მეურნეობებშიც.
„ბიო პრეპარატებზე მოთხოვნის ზრდა ზოგადად ბიო წარმოების მიმართ გაზრდილი ინტერესით და ცნობადობით არის განპირობებული ეს კი ძალიან სასიხარულოა, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ რომ უფრო მეტი ბიო პრეპარატი შევთავაზოთ მომხმარებლებს. აღსანიშნავია ჩვენი ახალი ბიო ფუნგიციდი ბოტრიბელი რომელიც ბუნებრივად ებრძვის ბოტრიტისს და მონილიოზს, ასევე აძლიერებს მცენარის თავდაცვის ბუნებრივ მექანიზმს, შედეგად მცენარეც და მოსავალიც კიდევ უფრო ძლიერი და ჯანმრთელია. - ამბობს ,,აგროსიმას“ აგრონომი მარიამ ტატიშვილი Business Insider Georgia - თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ რომ აგროსიმას ექსკლუზიური პარტნიორია ესპანური კომპანია Probelte S.A და იტალიური კომპანია Chemia S.P.A
უახლესი
53 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია