Galt & Taggart-ი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2024 წლის ივნისის განახლებას აქვეყნებს:
დეველოპერების წინასწარი გაყიდვები
2024 წლის ივლისში ჩვენ ჩავატარეთ 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რაც თბილისში 67 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.
გამოკითხვის მიხედვით, 2024 წლის ივნისში დინამიკა გაუმჯობესდა და ბინების გაყიდვები 17.7%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, როცა კლება გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ივნისში გაყიდვების გაუმჯობესება აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს (18-30 ივნისი) ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ამ გაუჯობესებული დინამიკის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ივნისში გაყიდული ბინების რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება წინა თვეებში (მაისის გამოკლებით) დაფიქსირებული გაყიდვების მაჩვენებლებს.
ამასთან, 2024 წლის პირველ ნახევარში, დეველოპერების პროექტებში საქართველოს მოქალაქეებზე მთლიანი გაყიდვების 76% მოდიოდა, რაც შემცირებულია წინა წლის 80%-იანი წილიდან. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 11%- მდე, როცა რუსეთის მოქალაქეების წილი 8%-დან 2%- მდე შემცირდა.
გაყიდული ბინების რაოდენობა
2024 წლის ივნისში თბილისში 2,957 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.9%-იანი და თვიურად 7.5%-იანი კლებაა. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ პოტენციური მყიდველები უფრო სტაბილურ გარემოს ელოდებიან.
უახლესი