დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბინების 50% გაყიდულია, მშენებლობა სრულად ვადამდე დასრულდება - ,,ლაზიკა რეზიდენსი"

ბინების 50% გაყიდულია, მშენებლობა სრულად ვადამდე დასრულდება - ,,ლაზიკა რეზიდენსი"

27-10-2023 14:30:33

`ლაზიკა რეზიდენსის" მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე 8 სართულის მშენებლობა  თითქმის დამთავრებულია.

გეგმის მიხედვით, ობიექტი 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სავარაუდოდ წლის პირველ ნახევარში მზად იქნება და უკვე ზაფხულის სეზონზე ,,ლაზიკა რეზიდენსი" ვიზიტორებს მიიღებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან შპს „განმუხურის სასტუმროს“ დირექტორი თემურ ჩიქოვანი საუბრობს.

,,აქტიური ტემპი გვიჭირავს, ზამთარში კლიმატური პირობების გამო პროცესი ცოტათი შენელდება, თუმცა გაზაფხულიდან ისევ გავაქტიურდებით. დარჩენილია ორი სართულის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წლის პირველ კვარტალშიც დასრულებული იქნება.  ავეჯი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი შეკვეთილია. მოთხოვნაც საკმაოდ აქტიურია, ამ დროისთვის ბინების 50% გაყიდულია", - ამბობს თემურ ჩიქოვანი.
მისი თქმით, ,,ლაზიკა რეზიდენსი" დიდ როლს შეასრულებს არა მხოლოდ განმუხურში, არამედ მთლიანად რეგიონში ტურიზმის განვითარებაში.
,,ტურისტული კომპლექსი მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ აპარტამენტებს. უნივერსალური და მრავალფუნქციური ობიექტია, რასაც სამეგრელოს რეგიონის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პროექტით ამ კონკრეტული ლოკაციის და ზოგადად სამეგრელოს ტურისტული სეგმენტის განვითარებაში ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ",  - აცხადებს თემურ ჩიქოვანი.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ,,ლაზიკა რეზიდენსის" სამშენებლო სამუშაოებში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა არის ჩართული. ამ მიდგომას შეინარჩუნებენ და სასტუმროს ფუნქციონირების პროცესშიც პრიორიტეტი ადგილობრივი მოქალაქეებს მიენიჭება.

ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით, 20 მლნ ლარს შეადგენს. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები