„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს. ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.
ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნაკრებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
უახლესი
11 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს12 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო13 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა14 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა