დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BE•YO-ს სასმელების ასორტიმენტს მომავალი წლიდან საკვები პროდუქტების ხაზი დაემატება

BE•YO-ს სასმელების ასორტიმენტს მომავალი წლიდან საკვები პროდუქტების ხაზი დაემატება

26-10-2023 12:00:20

fresh იოგურტებისა და შეიკების ბარი BE•YO/ ბიო იო რემბრედინგის პროცესშია. პროექტზე მუშაობა დაწყებულია და 2024 წლის იანვრიდან მრავალფეროვანი სასმელების ასორტიმენტს უკვე საკვები პროდუქტებიც დაემატება.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ფხაკაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ცვლილების მიზანია, ,,ბი იოს" სერვისები მომხმარებლისთვის ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი გახდეს.

,,რემბრედინგი მიმდინარეობს და  რიგი საკითხების გადალაგება ხდება. ცვლილების მიზანია, ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქცია ოთხივე სეზონისთვის იყოს მიმზიდველი მომხმარებლისთვის. შემოდგომა და ზამთარი ჩვენი ტიპის ბიზნესისთვის რეალიზაციის თვალსაზრისით კრიტიკული პერიოდია, ვინაიდან გაყინულ იოგურტებსა და შეიკებზე მოთხოვნა  იკლებს. ახლა უკვე ასორტიმენტი გაიზრდება დაემატება საკვები, რაც აქამდე არ იყო. თუმცა კონკრეტულად რა გვექნება სიახლედ, სიურპრიზად ვტოვებთ, პროექტი დამუშავების ეტაპზეა", - ამბობს ლაშა ფხაკაძე.

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ათზე მეტი დასახელების საკვები პროდუქტის დამატება. რაც შეეხება იოგურტებსა და შეიკებს, მათი ასორტიმენტი 50-ზე მეტია.
კომპანია BE•YO ქართულ ბაზარზე 3 ობიექტით არის წარმოდგენილი ,,გალერეა თბილისში“, შარდენზე და საბურთალო სითი მოლში.

ცნობისთვის, BE•YO ისრაელურ-ქართული ჰოლდინგის TSUR GROUP- ის მფლობელობაში არსებული კომპანიაა. ჰოლდინგი საქართველოში დივერსიფიცირებული სახის ბიზნესს ახორციელებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები