დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბევრი შეზღუდვაა, რომლის გამარტივებაც ციფრულ ლარს შეუძლია - დავით კიკვიძე

ბევრი შეზღუდვაა, რომლის გამარტივებაც ციფრულ ლარს შეუძლია - დავით კიკვიძე

07-11-2023 16:00:03

ფულთან ხელმისაწვდომობას ციფრული ლარი მნიშვნელოვნად გაამარტივებს, - აცხადებს საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას დავით კიკვიძემ აღნიშნა, დღეს ბევრი შეზღუდვაა, რომლის გამარტივებაც ციფრულ ლარს შეუძლია. 

„ციფრულ ლარს შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით ჰქონდეს დატვირთვა. პირველი ეს არის ფინანსური ოპერაციების გამარტივება. იმიტომ, რომ დღეს არსებული მოდელი თავიდან ბოლომდე არის კომერციულ საბანკო სექტორზე დამოკიდებული და შესაბამისად ტრანზაქციების განხორციელება ან გვიანდება, ან გარკვეულ შეფერხებებთან არის დამოკიდებული, მაგალითად შაბათ-კვირა უწევს და ბანკთაშორის გადარიცხვები გაჭიანურებულია. ბევრი შეზღუდვაა, რომლის გამარტივებაც ციფრულ ლარს შეუძლია.

რაც მნიშვნელოვანია ასევე არის ის, რომ ფულთან ხელმისაწვდომობას ციფრული ლარი მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ის შესაძლოა ძალიან კარგი ბერკეტი, იარაღი გახდეს ცენტრალური ბანკისთვის ანუ სებ-სთვის რადგან მისი მეშვეობით სებ-ს მეტი და უფრო ეფექტური შესაძლებლობა ჰქონდეს განახორციელოს მონეტარული პოლიტიკა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ რეფინანსირების განაკვეთზე კომიტეტის მიერ გარკვეული ცვლილებების ეკონომიკაში ასახვას სჭირდება გარკვეული დრო.  

მაგალითად 3-დან 6 თვემდე იმისათვის, რომ მან იმოქმედოს ერთობლივ არსებულ მოთხოვნაზე. შესაბამისად, ეკონომიკის მიერ რეაგირების დრო, მონეტარული პოლიტიკის გატარების ვადები, შესაძლოა  ციფრული ლარის მეშვეობით შემცირდეს, რადგან ის პირდაპირ სებ-ის კონტროლის ქვეშ იქნება და ბერკეტიც თვითონ ეჭირება ხელში და უფრო ეფექტურად მოახდენს პოლიტიკის განხორციელებას“, - ამბობს საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე.

დავით კიკვიძე აღნიშნავს, რომ საპილოტე რეჟიმი იდეაში ითვალისწინებს სებ-ის მიერ უკვე იდენტიფიცირებული გარკვეული სერვისების და გარკვეული ტრანზაქციების დატესტვას. მისივე განმარტებით, სებ-ს ეს ყველაფერი თავიდანვე ჰქონდა იდენტიფიცირებული, თუ რა ტიპის სერვისებში გაიტესტებოდა ციფრული ლარი.

„რაც შეეხება ბენეფიციარების სარგებელს, ამ შემთხვევაში აქ ბენეფიციარების სარგებლობა როგორც ბიზნესის ნაწილი იქნება ასევე მომხმარებლის ნაწილი იქნება. იმიტომ, რომ ბიზნეს, ფინტექ კომპანიებს ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ბანკებთან ერთად ან ბანკების პარალელურად განახორციელონ ეს ოპერაციები და არ იყვნენ დამოკიდებული კომერციულ ბანკებზე.

ეს დიდი შესაძლებლობა იქნება ფინტექ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩაერთვებიან ლაივ რეჟიმში და მათ მომხმარებლების პირდაპირი მომსახურების შესაძლებლობა ექნებათ. აქამდე თუ ისინი შეზღუდული შესაძლებლობების სეგმენტზე იყვნენ გასულები, კომერციულ ბანკებთან ჩართულობა სჭირდებოდათ, ეს ბარიერები მოიხსნება და ზუსტად იგივე სერვისების მიწოდებას შეძლებენ რასაც კომერციული ბანკები ახდენენ“, - აღნიშნავს დავით კიკვიძე.

საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ქართულ ფინტექ კომპანიებს აქვთ სრული რესურსი იმისათვის, რომ ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და შესაბამისად აქვთ ტექნოლოგიური გადაწყვეტებიც. 

„აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, თუ რა ფორმით მოხდება მათი ჩართულობა, სებ-ის დამოკიდებულება როგორი იქნება ფინტექ  კომპანიებთან მიმართებით. ბევრი ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი, რომ ფინტექ კომპანიებმა მნიშვნელოვანი სარგებელი დაინახონ და შესაბამისად მიიღონ ამ პროექტში მონაწილეობა.იმედს ვიტოვებ, რომ სებ გააგრძელებს კონსულტაციებს ფინტექ კომპანიებთან, რათა თანაბარი და ჯანსაღი თამაშის წესები დაფუძნდეს ბაზარზე“, - ამბობს დავით კიკვიძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა.

გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც  ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო. კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა. 

კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება.

Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.

"მოხარული ვართ, რომ ყველა მონაწილე კომპანიის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, Ripple ჩვენი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ოფიციალურ ტექნოლოგიურ პარტნიორად შევარჩიეთ. კომიტეტმა Ripple-ზე არჩევანი მისი შესანიშნავი ტექნიკური მონაცემებისა და გუნდის გამოცდილების გამო შეაჩერა. მოუთმენლად ველით Ripple-თან ერთად მუშაობის გაგრძელებას, ყველა სხვა მონაწილე კომპანიას კი მადლობას ვუხდით შერჩევის პროცესში გამოვლენილი ინტერესისა და ძალისხმევისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს უოლისის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება იმ წამყვან ქვეყნებს, ვინც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს ეკონომიკის გაციფრულებისთვის.

"Ripple-ის CBDC პლატფორმის გამოყენებით, საპილოტე პროექტი შესაძლებელს გახდის საჯარო და კერძო სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ადასტურებს ჩვენს ერთგულებას გავაძლიეროთ ინოვაციების დანერგვა, რაც საჯარო უწყებებში გააძლიერებს ბლოკჩეინ ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და სანდოობას", - აღნიშნა ჯეიმს უოლისმა.

ციფრული ლარის პროექტის განხორციელების შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ripple-ის მიერ ერთობლივი პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავებაა.საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა.

გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც  ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო. კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა. 

კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება.

Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.

Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს უოლისის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება იმ წამყვან ქვეყნებს, ვინც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს ეკონომიკის გაციფრულებისთვის.

ციფრული ლარის პროექტის განხორციელების შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ripple-ის მიერ ერთობლივი პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავებაა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები