ბერლინში უეფას ეროვნული ვაჟთა ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების რიგით მე-14 კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცნობით, კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გერმანიის, პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში, მონაწილეობას იღებდა სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ასევე სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.
უახლესი
4 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე