საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ორგანიზებით, ასევე ბაზისბანკის, სხვა საფინანსო ორგანიზაციების და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობითა და მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტმა ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საჯარო პანელს უმასპინძლა - "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი".
ღონისძიებაზე, საჯარო პანელის სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს და ისაუბრეს კიბერსაფრთხეებზე, მათგან თავდაცვის გზებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში კარიერის პერსპექტივებზე. მიმოიხილეს ფინანსური განათლების სხვადასხვა აქტუალური საკითხი.
ბაზისბანკის კიბერუსაფრთხოების სისტემების ადმინისტრატორმა, გიორგი ყიფიანმა ღონისძიების სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითებზე, თუ რა არის კონფიდენციალური მონაცემები და როგორ შეუძლიათ კიბერთაღლითებს მათი მოპოვება; გააცნო თაღლითური შეტევების სქემები და რეალური ქეისები; როგორ დავიცვათ მონაცემთა კონფიდენციალურობა ინტერნეტში, უსაფრთხოების რჩევები სოციალურ მედიაში და მისი ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე.
ფულის გლობალური კვირეულის 2024 წლის კამპანია 18 მარტს დაიწყო და 24 მარტის ჩათვლით გრძელდება. საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა 2012 წლიდან, საქართველო კი - 2014 წლიდან აღნიშნავს. კვირეული, რომელიც "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე“ სლოგანით ხორციელდება, მიზნად ისახავს ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას.
ბაზისბანკი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ აქტივობებში. სწორი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია როგორც მყარი ფინანსური ფუნდამენტის შესაქმნელად, ასევე ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის.
უახლესი