ბაზისბანკი, ტრადიციულად, მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს შეუერთდა.
წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში, ბაზისბანკის თანამშრომლებმა, ფოთისა და ქუთაისის სკოლებში მოსწავლეებს დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილები ჩაუტარეს.
პრეზენტაციის შემდგომ, სიამოვნებით უპასუხეს პატარების დასმულ შეკითხვებს და დასასრულს მონაწილეები, ბაზისბანკის ბრენდირებული საჩუქრებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კომიქსებითაც დაასაჩუქრეს.
„ბაზისბანკსა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს შორის პარტნიორობა გრძელდება და წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძვნილ აქტივობებს. პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში" მნიშვნელოვანია იმით, რომ ხელს უწყობს ახალ თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან რესურსს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა