დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკი | ibis Styles Batumi - სპორტული კონცეფციის ახალი სასტუმრო ბათუმში

ბაზისბანკი | ibis Styles Batumi - სპორტული კონცეფციის ახალი სასტუმრო ბათუმში

19-08-2024 13:20:00

ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, საერთაშორისო ჯგუფ Accor-ის პირველი სასტუმრო ibis Styles Batumiგაიხსნა.  პროექტი, ბაზისბანკის მიერ 6.3 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ibis Styles-ის სასტუმროები შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით, მოგზაურების სასურველ ბრენდად აყალიბებს.

ibis Styles ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით გამოირჩევა. სასტუმროს დიზაინის შთაგონებად სპორტული თემატიკაა გამოყენებული, რაც ინტერიერს სახალისოს, ფერადს და ენერგიულს ხდის. სასტუმრო მომხმარებელს 121 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, 80-მდე სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს და სპორტული აქტივობით აღჭურვილ საზოგადოებრივ სივრცეებს სთავაზობს.

„ბათუმი ყოველთვის იყო და არის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება თავისი  ბუნებით, ისტორიით და რა თქმა უნდა სტუმარმასპინძლობით. წარმატებული პროექტის განსახორციელებლად საჭიროა იყო სწორ დროს სწორ ადგილას და სწორი რესურსით. სწორედ ამ რესურსს წარმოადგენს ბაზისბანკი, რომელიც პროექტის დაწყების პირველივე დღიდან პარტნიორის სტატუსით დგას ჩვენს გვერდით დასახული მიზნის მიღწევაში. ბაზისბანკის პროფესიონალიზმისა და ამავდროულად მოქნილობის წყალობით ჩვენმა ჯგუფმა არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ბუნებასთან შერწყმული პრემიუმ კლასის სასტუმრო გრინვუდი. ჩვენი ჯგუფი აგრძელებს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით არაერთ  საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.“ - პროექტის მენეჯერი, კონსტანტინ მეგრელიშვილი.

„გვეამაყება, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ბრენდის პირველი გამორჩეული  სასტუმრო გაიხსნა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ჯგუფთან როგორც პარტნიორული, ასევე მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და მიმდინარე ეტაპზე კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს მხარდამჭერს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით.“ - ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე

ბაზისბანკის და ibis Styles Batumi-ის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები