დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკი და ახალი თეატრი წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტის პრემიერას

ბაზისბანკი და ახალი თეატრი წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტის პრემიერას

30-10-2024 11:19:00

ბაზისბანკი და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, 1 ნოემბერს, იტალიელი რეჟისორისლეონარდო მანძანის სპექტაკლის სირანო უნდა მოკვდეს” პრემიერას შესთავაზებს თეატრის მოყვარულებს.

ედმონ როსტანის სირანო დე ბერჟერაკისმიხედვით თავისუფალი ადაპტაციაა და მართლაც დიდისიყვარულის, მეგობრობის, სიმამაცის ამბავია: მშვენიერი ლექსებითა და გულგასაგლეჯიტრაგედიებით გაჯერებული, რომელიც რა ხანია აღელვებს და ცხარე ცრემლით ატირებსმაყურებელს. ასევე დიდი ღალატის და ტყუილისაც, რომელსაც ხშირად ჯიუტად არ ვიმჩნევთ.

სირანო უნდა მოკვდესკლასიკური პიესის გადაწერილი ვერსიაასპექტაკლიკონცერტი, რომელშიც  მეცხრამეტე საუკუნის პოეტური სტრიქონების ნაცვლად, პერსონაჟები თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ენითმეტყველებენ და სადაც ამ უცნაურ და უჩვეულო ამბავს ამჯერად ქალის - როქსანის მონათხრობისმიხედვით გავეცნობით, - ერთადერთი მთავარი გმირის, რომელიც პიესაში არ მომკვდარა და ჯერაცცოცხალია.

ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია.

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრისდა სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია, თოჯინების თეატრებისგაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - „თოჯინების სახლისგენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ არაერთ კულტურულ ღონისძიებას.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები