დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია

ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია

22-08-2024 13:44:00

ბაზისბანკი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 99-ე სეზონს, საერთაშორისო პროექტების წარმდგენის სტატუსით უერთდება.

ახალი თეატრის ახალ, საერთაშორისო თეატრალურ სეზონზე, ბაზისბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების, სცენოგრაფების, კომპოზიტორებისდა მხატვრების კოლაბორაციას ახალი თეატრის დასთან ერთად იხილავს მაყურებელი. აღნიშნული გამოცდილება ახალი გამოწვევა იქნება მაყურებლისთვის და მეტად მრავალფეროვანს გახდის ქართულ თეატრალურ ცხოვრებას.

ბაზისბანკი და ახალი თეატრი პირველ საერთაშორისო პროექტს უკვე სექტემბერში შესთავაზებს ქართველ მაყურებელს. ევროპული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი, ანდრი ჟოლდაკი, ახალი სპექტაკლის - „ლურჯწვერას“ პრემიერით წარსდგება მაყურებლის წინაშე (ფანტასმაგორია ორ მოქმედებად).

ბაზისბანკის მხარდაჭერით  ახალი თეატრი, საერთაშორისო თეატრალური სეზონის ფარგლებში, მსოფლიო თეატრალური სცენის უმნიშვნელოვანესი დრამატურგების ნამუშევრებს წარუდგენს თეატრის მოყვარულებს.

„დიდი მადლობა ბაზისბანკს თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ახალი სეზონიდან იგეგმება ახალ თეატრში და რომელთა განხორციელების შესაძლებლობა ბაზისბანკთან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი. ეს პროექტები უმნიშვნელოვანესია როგოც ჩვენი თეატრისთვის, ისე ზოგადად ქართული კულტურისთვის. შევხვდებით თეატრში.“ - ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი.

„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიზნით, ახალ თეატრთან პარტნიორობით, ახალი სეზონიდან საერთაშორისო პროექტებს წარვუდგენთ მაყურებელს. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების მისაღებად. ჩვენსა და ახალ თეატრს შორის თანამშრომლობის დაწყება ახალი წარმატებების საწინდარი იქნება. საერთაშორისო სეზონის ფარგლებში, ბევრ მნიშვნელოვან პროექტს იხილავს მაყურებელ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

 

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები