ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული თარიღია „ნეოგაზისთვის“. ყოველწლიურად, ამ დღესთან დაკავშირებით, კომპანიის ყურადღების ცენტრში საქართველოში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექცევიან.
წელს „ნეოგაზმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოფელ გუდრუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა. სკოლა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდრუხში მდებარეობს. სკოლაში მხოლოდ ოთხი მოსწავლეა.
„ნეოგაზმა“ სკოლა დაასაჩუქრა სპორტული ინვენტარით, ტენისის მაგიდითა და ფრენბურთის აღჭურვილობით, სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები, ხოლო მოსწავლეებს პერსონალური საჩუქრები გადასცა.
„ტრადიციად იქცა, რომ „ნეოგაზი“ განსაკუთრებულად ემზადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. წელს სოფელ გუდრუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მივულოცეთ ეს დღე. სკოლას და მოსწავლეებს მათთვის სასურველი სხვადასხვა საჩუქრები გადავეცით. მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და მასწავლებლებს თბილი დახვედრისა და ბავშვთა უფლებების თემაზე საინტერესო პრეზენტაციისათვის“, - განაცხადა ნეოგაზის კომერციული სამსახურის უფროსმა ესმა ჩაჩანიძემ.
„ნეოგაზი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ავტოგასამართ სადგურებზე ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ და თხევად აირს სთავაზობს.
2023 წლიდან კი „ნეოგაზმა“ მაღალი სტანდარტების დაცვით მომხმარებლებს სადგურებზე დამატებით ბენზინისა და დიზელის საწვავი შეთავაზა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ნეოგაზის ვებგვერდს: www.neogas.ge
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება