დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში მაღალი კლასის სასტუმრო Best Western Plus Batumi იხსნება

ბათუმში მაღალი კლასის სასტუმრო Best Western Plus Batumi იხსნება

07-03-2024 13:00:00

1-ელი აპრილიდან ბათუმის მაღალი კლასის სასტუმროებს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატება. Best Western Plus Batumi-ი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს და ის 148 სასტუმრო ოთახზეა გათვლილი.

როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Best Western Plus Batumi-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა ნანუკა გორგილაძემ განაცხადა, სასტუმროს მშენებლობაში TURSA-მ 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

„სასტუმრო Best Western-ის ჯგუფის წევრია, თუმცა პირველი შემთხვევაა როდესაც აჭარაში  Best Western Plus-ს სასტუმრო იხსნება. სასტუმრო 148 ნომერზეა გათვლილი და გარდა სასტუმრო ნომრებისა  Best Western Plus Batumi მოიცავს სპას, ფიტნეს, მასაჟის დარბაზებს, როგორც ქალებისთვის ისე მამაკაცებისთვის, ორ აუზს - ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, საუნას და დიდ გასართობ სივრცეს. ამასთან ერთად გაქვს საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი და ლაუნჯი“, - აღნიშნა Best Western Plus Batumi-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა.

ნანუკა გორგილაძის თქმით, სასტუმროს გაყიდვები Booking-ზე უკვე გახსნილია და 1-ელი აპრილიდან სტუმრებს აქტიურად ელოდებიან.

„იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმრო არის საკმაოდ დიდი და 148 ნომრიანი სასტუმრო ბათუმში არც ისე ბევრია, ჩვენ გახსნილები ვართ როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური ჯავშნებისთვის. MICE ტურიზმის წარმომადგენლებისთვის იქნება იდეალური შესაძლებლობა ჩვენს სასტუმროში განთავსება იმიტომ, რომ საკონფერენციო დარბაზები და თავისი რესტორნებით და ოთახებით ძალიან კარგ საშუალებას იძლევა ნებისმიერი ტიპის სამუშაო შეხვედრებს ვუმასპინძლოთ“, - აღნიშნა Best Western Plus Batumi-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა.

მარტის განმავლობაში Best Western Plus Batumi-ში ორ ადგილიანი ნომრის ფასი, საუზმით 80-90 დოლარია.

„ჩვენი სასტუმრო მდებარეობს აჭარაბეთ არენას მიმდებარე ტერიტორიაზე და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივაც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი ისე ჩამოსული სტუმრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს დაესწრებიან“, - აღნიშნა სასტუმრო Best Western Plus Batumi-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები