აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება
„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო დანგრეული, გაუბედურებული პროექტების სანაცვლოდ აეშენებინა და ბოლომდე მიეყვანა ახალი პროექტები.
აშენდა ყველასთვის ნანატრი ბათუმის სტადიონი, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და ასევე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავაშენოთ, დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც უმასპინძლებს, უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, 2025 წელს გასამართ ზამთრის ოლიმპიადას.
მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ყველა სამინისტროს, რომელიც ეხმარება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისათვის, ბათუმში ყინულის არენის მშენებლობით კომპანია „ანაგი“ დაინტერესდა. აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც დახურული სპორტული კომპლექსის უფრო კონკრეტულად კი ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებდა, განაცხადი მხოლოდ „ანაგმა“ შეიტანა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 53` 943` 489 ლარი იყო, თუმცა რა შეთავაზება გააკეთა „ანაგმა“ ჯერჯერობით უცნობია.
უახლესი
12 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი