ბათუმში, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში. ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
14 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა