დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის ქუჩებში მეორეული საოჯახო ავეჯის გადაყრის ფაქტები გახშირდა

ბათუმის ქუჩებში მეორეული საოჯახო ავეჯის გადაყრის ფაქტები გახშირდა

05-09-2023 13:58:23

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე ხშირია სხვადასხვა სახის მეორეული საოჯახო ავეჯის ნაგავშემკრები კონტეინერების მიმდებარედ განთავსების ფაქტები, რაც აბინძურებს გარემოს.

საოჯახო ავეჯით გარემოს დანაგვიანება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 1 500 ლარის ოდენობით.

ბათუმის სანდასუფთავების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მსგავსი ტიპის ნივთების გატანის მიზნით დარეკონ შპს ,,სანდასუფთავებას“ ცხელი ხაზის ნომრებზე: (+995) 577 49 59 59, (0422) 24 20 00.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები