ბათუმის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა და 457 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, გაზრდილი ბიუჯეტიდან 6 მლნ 439 ათას 800 ლარი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადანაწილდა.
გათვალისწინებულია ახალი პროექტები:
ენვერ ხაბაძის ქუჩის კეთილმოწყობა
გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის კეთილმოწყობა
ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა
სპორტული მოედნის მოწყობა ივანე ჯავახიშვილის ქ. #82-ის მიმდებარედ
სკვერის მოწყობა 26 მაისის ქ. #10-ის მიმდებარედ
სკვერის მოწყობა ფრიდონ ხალვაშის გამზირის #320-ის მიმდებარედ
ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ახალი ღონისძიებები:
მრავალბინიანი სახლების სადარბაზოში არსებული ამორტიზებული ვიტრაჟების შეცვლა
მრავალბინიანი სახლების სადარბაზოს ამორტიზებული შესასვლელი გადახურვის ფილის მოწყობა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა