დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბარათების 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA - სადებეტო ბარათების სტატისტიკის მიმოხილვა

ბარათების 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA - სადებეტო ბარათების სტატისტიკის მიმოხილვა

26-07-2024 15:00:00

სადებეტო ბარათების ბაზარი წლიურ ჭრილში გაიზარდა. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა, ხოლო მასის მონაცემებთან შედარებით კი 0,05%-ით შემცირდა. 

2024 წლის ივნისის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 562 687 ერთეული სადებეტო ბარათი იყო.

სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 356 129 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

მიმდინარე მაჩვენებლები კი მაისის მაჩვენებლებთან შედარებით 0,3%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო 2023 წლის ივნისთან შედარებით 8%-იან ზრდას.

ივნისის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.

2024 წლის ივნისის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 592 521  ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,5%-ია, ხოლო 2023 წლის ივნისთან შედარებით 7%-იანი ზრდაა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები