დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბარათების 50%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA - სადებეტო ბარათების სტატისტიკა

ბარათების 50%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA - სადებეტო ბარათების სტატისტიკა

28-08-2024 19:00:00

სადებეტო ბარათების ბაზარი როგორც წლიურ ჭრილში გაიზარდა. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა, ხოლო ივნისის მონაცემებთან შედარებით კი 2%-ით შემცირდა. 

2024 წლის ივლისის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 710 609 ერთეული სადებეტო ბარათი იყო.

სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის ივლისის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 389 652 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იან, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით 8%-იან ზრდას აჩვენებს..

ივლისის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 50%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.

2024 წლის ივლისის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 619 999  ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით 7%-იანი ზრდაა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 20%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები