ბანკი ქართუ 2024 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის განხორციელებას იწყებს.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები 3 თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ თემატურ ტრენინგებში და ამასთანავე როტაციის პრინციპით ჩაერთვებიან ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში შემდეგი მიმართულებებით:
პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის სტაჟირების პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ბანკის მენეჯმენტისა და შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ. დამატებით პროგრამა ითვალისწინებს ტექნიკური შესაძლებლობების ამაღლებას Excel-სა და Power BI-ის მიმართულებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისში, ბანკი ქართუს სათავო ოფისში, ხოლო თემატური ტრენინგები ჩატარდება ბანკის ტრენინგ ცენტრში.
სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია სრული პერიოდის განმავლობაში.
დამატებით, პროგრამის წარმატებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ბანკ ქართუში დასაქმების შესაძლებლობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31.05.2024
სტაჟირების პროგრამის დაწყების პერიოდი: 2024 წლის ივლისი
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/1inWqrZNpeemcVWY6
ასევე, აპლიკაციის შევსების შემდეგ რეზიუმე უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: internship@cartubank.ge
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია