ინდოეთში, ბანგალორში, კემპეგოდას საერთაშორისო აეროპორტმა (BLR Airport) ტერმინალი 2 (T2) საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნა. T2 მდებარეობს ტერმინალი 1-ის აღმოსავლეთ მხარეს. ახალი ობიექტი 255 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს და შეუძლია მოემსახუროს 25 მილიონამდე მგზავრს წელიწადში.
T2 კონცეფცია, რომელსაც ეწოდება “ტერმინალი ბაღში” შექმნილია “ბაღში გასეირნების” პრინციპით. 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი გამწვანებული არეალი, დაკიდული და ღია ბაღები ელოდება მოგზაურებს. ტერმინალის ირგვლივ 3,6 ათასზე მეტი მცენარის სახეობაა დარგული. უახლოეს თვეებში აქ ამოქმედდება სავაჭრო და კვების ობიექტები.
გარდა ამისა, T2-ში ჩამოსულ მგზავრებს გამარტივებული საიმიგრაციო და საბაჟო პროცედურები ელოდებათ.
უახლესი
5 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი