2023 წლის იანვარ-სექტემბერში ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი სამგზავრო ტრაფიკი 25%-ით გაიზარდა და აეროპორტი 4 მილიონ 325 ათას ადამიანზე მეტს მოემსახურა.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
უცხოური ავიაკომპანიების წილი მგზავრების გადაყვანის სეგმენტში 58,6%-ს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში ამ ავიაკომპანიებმა 2 მილიონ 214 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39%-იან ზრდას ნიშნავს.
მგზავრების 41,4% აზერბაიჯანის ავიახაზებმა (AZAL) გადაიყვანა. ამ პერიოდში AZAL-ი საერთაშორისო რეისებზე 1,5 მილიონზე მეტი მგზავრს და ნახჩევანის მიმართულებით ფრენებისას 549 ათას მგზავრს მოემსახურა.
ავიაკომპანიებმა მგზავრების უმეტესობა ბაქოს აეროპორტიდან სტამბულში და უკან გადაიყვანეს. ამ პერიოდში ეს მაჩვენებელი 746 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენდა. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით შემდეგი ქალაქები ლიდერობს: ნახიჩევანი, მოსკოვი, დუბაი და თბილისი.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული რეისებს 70 მიმართულებით 37 ავიაკომპანია ასრულებდა, მათგან 18 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ცნობილია, ასევე ავიაკომპანიები, რომლებმაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს - Turkish Airlines, AnadoluJet, UTair, Aeroflot და FlyDubai.
უახლესი
1 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი