დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 5,4%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 5,4%-ით გაიზარდა

14-08-2024 19:00:00

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 23 მილიარდ 869 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს.

ანგარიშის თანახმად, სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით, გაზსადენებით ტრანსპორტირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში გაზის ტრანსპორტირების 56,2% განხორციელდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით.

ამ მილსადენით 13 მილიარდ 423,3 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს. ეს 5,4%-ით მეტია 2023 წლის 7 თვესთან შედარებით.

ცნობისათავის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ფუნქციონირებს  და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები